ვადა: 2026-09-11 - 2026-10-11
გლობალი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.ვეძებთ პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას, სამართლებრივი რისკების მართვასა და კომპანიის ინტერესების დაცვას სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ საკითხებში.ძირითადი მოვალეობები:• კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული კონსულტაციების გაწევა;• ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი რისკების შეფასება;• კომპანიასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირების სტრატეგიის განსაზღვრა;• კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;• საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა;• პრეტენზიების, განცხადებების, საჩივრების, საპასუხო პოზიციებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;• პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და სხვა მესამე პირებთან წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების მართვა;• სამართლებრივი რისკების პრევენცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• უმაღლესი იურიდიული განათლება;• იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;• სასამართლო დავებსა და სამართალწარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება;• აუცილებელია სისხლის სამართლის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;• სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კარგი ცოდნა;• სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;• მოლაპარაკებებისა და რთული კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;• მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობა და სტრესულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარი.სამუშაო საათები: ორშ-პარასკევი 10:00 – 18:00მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი 68 - ე კმ.გისურვებთ წარმატებას!