დატოვე CV
თუ გსურს, Global Auto Import–ის გუნდს შემოუერთდე, მაგრამ ამ ეტაპზე შენთვის საინტერესო ვაკანსია არ შეგხვდა, გამოგვიგზავნე შენი CV და შესაბამისი ვაკანსიის შემთხვევაში აუცილებლად განვიხილავთ შენს კანდიდატურას!
ვინ ვართ ჩვენ?
„გლობალ ავტო იმპორტი“ 2017 წლიდან უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლებისა და სპეც-ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ალიასკისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
ჩვენი მთავარი უპირატესობებია:
- კეთილსინდისიერი მომსახურება
- სანდო და მეგობრული გუნდი
- გადაზიდვის სისწრაფე და უსაფრთხოება
- თქვენზე მორგებული სატარიფო სისტემა
- სრული დოკუმენტაციის მომზადება და ავტოდაზღვევის უზრუნველყოფა
რატომ უნდა შემოუერთდე Global Auto Import–ის გუნდს?
- ჩვენ გვყავს პროფესიონალი და კეთილგანწყობილი თანამშრომლები, რომლებიც მუდამ მზად არიან ერთმანეთს დაეხმარონ.
- ხელს ვუწყობთ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას: გვაქვს „გლობალ აკადემია“, სადაც რეგულარულად ტარდება ტრენინგები და სალექციო კურსები.
- ვმუშაობთ მეგობრულ და დინამიურ გარემოში, სადაც შენი წვლილი ნამდვილად ფასდება.
- გთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკებსა და ჰიბრიდულ რეჟიმს (პოზიციის მიხედვით).
თუ გინდა, რომ გახდე ჩვენი წარმატებული გუნდის ნაწილი, დაგვიტოვე შენი CV !