გლობალი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ვეძებთ პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამართლებრივ მხარდაჭერას, სამართლებრივი რისკების მართვასა და კომპანიის ინტერესების დაცვას სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ საკითხებში.
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
• ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი რისკების შეფასება;
• კომპანიასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირების სტრატეგიის განსაზღვრა;
• კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
• საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა;
• პრეტენზიების, განცხადებების, საჩივრების, საპასუხო პოზიციებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
• პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და სხვა მესამე პირებთან წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების მართვა;
• სამართლებრივი რისკების პრევენცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
• სასამართლო დავებსა და სამართალწარმოებაში პრაქტიკული გამოცდილება;
• აუცილებელია სისხლის სამართლის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
• სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კარგი ცოდნა;
• სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
• მოლაპარაკებებისა და რთული კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობა და სტრესულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარი.
სამუშაო საათები: ორშ-პარასკევი 10:00 – 18:00
მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი 68 - ე კმ.
გისურვებთ წარმატებას!