გლობალ აუტო იმპორტის გუნდში ვეძებთ სპეციალისტს ლოჯისტიკის მიმართულებით, რომლის მოვალეობებში შედის:
- ამერიკის ონლაინ აუქციონზე შეძენილი ავტომობილების კონტეინერში ჩატვირთვის პროცესის მონიტორინგი და წარმართვა;
- ავტომობილის ჩასატვირთად საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა აუქციონებისგან;
- ჩატვირთვისა და ტრანსპორტირებისთვის ყველა დამატებითი მოთხოვნის უზრუნველყოფა;
- ავტომობილთან დაკავშირებული სხვა დამატებითი სერვისების მოთხოვნა;
- კომუნიკაცია მიმდინარეობს როგორც სატელეფონო, ასევე მეილობრივი და სხვადასხვა ელექტრონული ფორმით.
რა უნარებს უნდა ფლობდე:
- სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური (სამუშაოს პროცესი მიმდინარეობს ინგლისურად);
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროცესის ეფექტურად წარმართვა.
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
მდებარეობა: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.
განრიგი: 16:00 – 01:00
შერჩეული კანდიდატი 15 დან 30 დღემდე გაივლის ანაზღაურებად გადამზადების კურსს.