ჩვენს შესახებ
"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც-ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან. დაარსების დღიდან, "გლობალ ავტო იმპორტი" ხარისხიან და კეთილსინდისერ მომსახურეობას უწევს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურს.
ამჟამად ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და ტრენდებზე ორიენტირებულ TikTok კონტენტ კრეატორს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს „Global Auto Import“-ის ბრენდის ონლაინ იმიჯის განვითარებაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
• TikTok ტენდენციების და ჰეშთეგების კვლევა, ბრენდის სტილთან შედარება და კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა;
• ვიდეოების სცენარის შექმნა, გადაღება, მონტაჟი;
• ვიზუალურად საინტერესო ფორმატების, ეფექტებისა და სტილის ექსპერიმენტირება;
• TikTok Live-ების დაგეგმვა და წარმართვა;
• ვირუსულ კონტენტზე სწრაფი რეაგირება და ანალიზი;
• ახალი კონტენტისთვის იდეების გენერირება, გადაღება და მონტაჟი;
• ვიდეოების მაჩვენებლების ანალიზი (ნახვები, მოწონებები, გაზიარებები, კომენტარები) და თვიური ანგარიშების მომზადება;
• ბრენდის ტონის, სტანდარტების და ვიზუალური სტილის დაცვა ყველა გამოქვეყნებულ კონტენტში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00
მდებარეობა: ქ. თბილისი, ახმაღებელის ხეივანი 68კმ
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
გისურვებთ წარმატებებს!